Tuesday, May 20, 2014

ტრენინგის მე–5 დღე

დღეს გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია,შევაფასეთ ერთმანეთის პრეზენტაციები,გავითვალისწინეთ შენიშვნები და უფრო დავხვეწეთ.განვიხილეთ სასწავლო პროცედურები,სასწავლო ციკლის ზუსტი აღწერა–მოსწავლეთა მიერ შესრულებული აქტივობების მასშტაბები და თანმიმდევრობამოსწავლეთა ჩართულობის აღწერა სწავლის პროცესის დაგეგმვაში.დღე იყო დათვირთული და ნაყოფიერი.

Friday, May 9, 2014

სასწავლო პროექტის  გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ელისო მუშკუდიანი
რაიონი
ცაგერი
სკოლა
ლასურიაშის საჯარო სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
ჩემი რაიონის სკოლები გუშინ,დღეს,ხვალ...
თემის შინაარსი
მონაცემთა შეგროვება მოსწავლეთა რაოდენობის შესახებ,10 წლის ბიჯით,შეგროვილ მონაცემთა ოპტიმალური ხერხით წარმოდგენა და შესაბამისი დასკვნების გამოტანა.
საგანი
მათემატიკა
დონე/კლასი  
მე–2 საფეხური,მე–11 კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
ერთი თვე
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო მონაცემების მოპოვება.
მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით და მათი ინტერპრეტაცია.
მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და დასკვნების ჩამოყალიბება.
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლე ირჩევს და იყენებს მონაცემთა შეგროვების შესაფერის საშუალებას (დაკვირვება, გამოკითხვა,მონაცემთა მოპოვება სხვადასხვა წყაროებიდან),ქმნის მარტივ კითხვარს და იყენებს მას მონაცემთა შესაგროვებლად.
ირჩევს მონაცემთა წარმოდგენის შესაფერის ფორმებს,ასაბუთებს თავის არჩევანს,აგებს და განმარტავს ცხრილებს,დიაგრამებს.ერთი გრაფიკული ფორმითწარმოდგენილ მონაცემებს წარმოადგენს სხვა გრაფიკული ფორმით და წარმოაჩენს თითოეული ორმის ხელსაყრეკ და არახელსაყრელ მხარეებს.
ითვლის და იყენებს შემაჯამებელ რიცხვით მახასიათებლებს მონაცემთა ერთობლიობების დასახასიათებლად/ შესადარებლად და არგუმენტების შესაფასებლად.
გამოთქვამს ვარაუდს ხდომილობის მოსალოდნელობის შესახებ მონაცემთა საფუძველზე.


მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რატომ იცვლიან ადამიანები საცხოვრებელ ადგილს?
თემატური კითხვები
სად არის საცხოვრებლად საუკეთესო ადგილი?
არის თუ არა სოფელში სკოლის შენარჩუნება მიგრაციის შეჩერების საშუალება?
რატომ ანებებენ თავს ყველაფერს ადამიანები და მიდიან უცხო ქვეყანაში?
რით შეიძლება შევამციროთ მიგრაცია?
რატომ იკლებს სოფლებში მოსწავლეთა რაოდენობა?
შინაარსობრივი კითხვები
რატომ დაიცალა მაღალმთიანი სოფლები?
რა პრობლემებია თქვენს სოფელში?
მოქმედებს თუ არა ქვეყნის ეკონომიკაზე დაცარიელებული სოფლები?
რომელ ასაკობრივ ჯგუფშია ყველაზე მცირე რაოდენობის ბავშვები?


შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ











  • კითხვარების მომზადება.
  • მიმართულების მიმცემი კითხვები.
  • პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.
  • ბროშურები.




  • ჯგუფში სამუშაოს განაწილება.
  • დაკვირვება და ჩანაწერები.
  • კვლევის ჩატარება.
  • კვლევის შედეგების დამუშავება.
  • პრეზენტაციის მომზადება.




  • პროექტის პრეზენტაცია.
  • პრეზენტაციის შეფასება რუბრიკით.

შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
კლასში მოსწავლეებთან მუშაობისას ვიყენებ თანამშრომლობის რუბრიკას,პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას,ურთიერთშეფასებას,პროექტის შეფასებას.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
კომპიუტერთან მუშაობა
საგამომცემლო პროგრამების და ინტერნეტ ძიების საბაზისო უნარ–ჩვევები
მონაცემების შეყვანა ცხრილში
თექნოლოგიების გამოყენებით დიაგრამების შექმნა
სასწავლო პროცედურები
პროექტის პირველ ნაწილში მოსწავლეები მცირე ჯგუფებში შეისწავლიან სკოლებს მშობლიურ რაიონში,მოიძიებენ და შეაგროვებენ საკონტაქტო ინფორმაციას მეზობელ სოფლებზე.
ნაწილი 1: გაიცანით ჩვენი რაიონი.
კვირა 1:პროექტის გაცნობა.
პროექტზე მუშაობას თემატური შეკითხვით დავიწყებ.
შეკითხვების საშუალებით განვსაზღვრავ მოსწავლეების საბაზისო ცოდნას მშობლიურ რაიონში არსებული სკოლების შესახებ.დავწერ სამოქმედო გეგმას,გავაცნობ მოსწავლეებს იმ ცნებებსა და ტერმინებს,რომლებსაც პროექტზე მუშაობის დროს გამოიყენებენ.განვიხილავ ზოგად შეკითხვას: რატომ იცვლიან ადამიანები საცხოვრებელ ადგილს?შეკითხვაზე პასუხის საფუძველზე შევადგენ ვ–მ–ვ ცხრილს მთელი ჯგუფისთვის და ვთხოვ მოსწავლეებს ჩაინიშნონ რვეულებში.განვიხილავ და გავეცნობი რა ინფორმაციას ფლობენ მოსწავლეები დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ.ჩავინიშნავ მოსწავლეებისათვის ნაცნობ ინფორმაციას,ხოლო მოსწავლეები საკუთარ რვეულებში გააკეთებენ ანალოგიურ შენიშვნებს.შემდეგ განვიხილავთ რა სურთ შეისწავლონ მოსწავლეებმა მოცემულ თემატურ საკითხებზე და ჩავწერთ მინდა ვიცოდე გრაფაში. 
კლასს დავყოფ 3–4 მოსწავლისაგან შემდგარ ჯგუფებად.მივუთითებ მოსწავლეებს შეაგროვონ მონაცემები სხვადასხვა სოფლების შესადარებლად ფაქტების აღრიცხვის ცხრილის გამოყენებით. მივუთითებ მოიძიონ ყველაზე ახალი და სანდო ინფორმაცია.
კვირა 2: რაიონის შესახებ კვლევის ჩატარება.
განვათავსებ რაიონის რუკას კედელზე და განვსაზძვრავთ სოფლებს,რომლებსაც მოსწავლეები შეისწავლიან.
ინფორმაციის მოძიების შემდეგ მოსწავლეები დაახარისხებენ მოძიებულ მასალებს სოფლების მიხედვით.შევისწავლი მასალებს მოსწავლეებთან ერთად და წარმოვადგენთ ჩანიშვნების გაკეთების დემონსტრირებას შესაბამისი გზამკვლევის გამოყენებით.მოცემული დაეხმარება მოსწავლეებს იმ ზოგად და თემატურ შეკითხვებზე პასუხის განსაზღვრაში,რომელიც პროექტის დაწყებისას გავაცანი.
კვირა 3: ბროშურის მომზადება.
მოსწავლეთა ჯგუფები წარმოადგენენ სოფლის სკოლების შესახებ მიღებულ ცოდნას საინფორმაციო ბროშურებში და გაუზიარებენ ერთმანეთს.ბროშურების შექმნით მოსწავლეები განსაზღვრავენ სკოლების ერთმანეთისაგან განმასხვავებელ ნიშნებს. სკოლებში დღეს არსებულ მდგომარეობას შეადარებენ 10 წლის წინ არსებულ მონაცემებს.ვთხოვ ჯგუფებს წარმოუდგინონ შესწავლილი მასალები კლასს.მოამზადონ ბროშურების ასლები პრეზენტაციისათვის.
კვირა 4: მონაცემების კლასიფიკაცია და ორგანიზაცია. პრეზენტაცია.
მოსწავლეები მოახდენენ შეგროვილი მონაცემების კლასიფიკაციას,წარმოადგენენ მონაცემებს ოპტიმალური ხერხით ცხრილებისა და დიაგრამების საშუალებით,გამოიყენებენ შესაბამის კომპიუტერულ პროგრამებს,გააკეთებენ პრეზენტაციას.გამოიტანენ შესაბამის დასკვნებს.მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე გააკეთებენ შესაბამის ანალიზს.













დიფერენცირებული სწავლება




მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები

  • ვთხოვ მოსწავლეს შეასრულოს ლიდერის როლი ჯგუფში მუშაობისას.
  • ვთხოვ ჩაატაროს კვლევა მოსწავლეთა რაოდენობის კლების ტემპის შესახებ და წარუდგინოს მთელ ჯგუფს.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინ

ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
საველე ვიზატები,  მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან,  მეზობელი სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები.


ტრენინგის მე–3 დღე

ტრენინგის მე-3 დღე:
დღეს ვიმუშავეთ პროექტის სტანდარტის და მიზნების განსაზღვრაზე,მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე,ჩემი პროექტისათვის ჩამოვაყალიბე ეს კითხვები.განვიხილეთ ბლუმის განახლებული ტაქსონომია.გავეცანით შეფასების რუბრიკებს. დღე უფრო ნაყოფიერი და საინტერესო  იქნებოდა ინტერნეტ მომსახურება რომ უფრო ხარისხიანი ყოფილიყო










 



 .

ტრენინგის პირველი დღე

პირველ რიგში რაც მომეწონა და დიდ მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს,არის ის რომ ჯგუფში სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები ვართ.ტრენინგის ასეთი დაგეგმვა ძალიან დიდ როლს თამაშობს სკოლებს შორის მომდევნო თანამშრომლობაში.ვფიქრობ საქმიანი ურთიერთობა ტრენინგის მუშაობაში მონაწილე პედაგოგებთან კვლავაც გაგრძელდება.
   კმაყოფილი ვარ ტრენინგის პირველი დღეებით,გავეცანით პროგრამა ვიუერში მუშაობის პრინციპს,შევარჩიე და განვიხილეთ პროექტის თემა,დავიწყეთ პროექტის შაბლონის მომზადება.ტრენინგი იყო საინტერესო, აქტიური,მაგრამ არა დამღლელი.

ტრენინგის მე–4 დღე

დღე იყო დატვირთული და საინტერესო,გავეცანით შეფასების სქემებს,დავიწყეთ პროექტის პრეზენტაციის მომზადება,შევქმენი ჩემი ბლოგი და განვათავსე მასალები მასზე.